
"დროას" განცხადებით, 24 თებერვალს პარტიის ლიდერი, ელენე ხოშტარია აქციის საინიციატივო ჯგუფის სახელით, კიევში გაემგზავრა. ხოშტარია ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე რადაში შეხვედრებს გამართავს.
"როცა, საქართველოს მთავრობა არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ავიღოთ ინიციატივა და საერთო მტერთან ბრძოლის დროს, ჩვენი ღირსების დასაცავად, დავდგეთ ჩვენი მეგობრების გვერდით", - ამბობს ხოშტარია.
24 თებერვალს ერთი წელი ხდება მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ომის წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩადის "ლელო" და "ნაციონალური მოძრაობა", "ქართულმა ოცნებამ" კი მიწვევას უარით უპასუხა.
ცნობისთვის, თბილისში 24 თებერვალს, 19:00 საათზე სოლიდარობის ნიშნად აქცია იმართება.