
რუსეთის მიერ სრულმასშტაბური ომის დაწყების შემდეგ 8 000-ზე მეტი უკრაინელი დაიღუპა და დაშავდა 13 000-ზე მეტი ადამიანი. ამის შესახებ ნათქვამია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ახალ ანგარიშში.
დაღუპულთა შორის სულ მცირე 487 ბავშვია, კიდევ 954 ბავშვი კი დაშავდა.
ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ მსხვერპლის რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია. ზუსტი მონაცემების მოპოვება შეუძლებელია, რადგან არ არის წვდომა იმ ადგილებში, სადაც ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს ან რუსი ოკუპანტები არიან.