
უკრაინის პრეზიდენტმა უმაღლეს რადას განსახილველად წარუდგინა რეზოლუციის პროექტი რუსეთის ფედერაციის ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ, 50 წლის განმავლობაში.
დოკუმენტი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მიერაა მომზადებული.
დადგენილების პროექტის მიხედვით, 5 ათეული წლით, სანქციები და სხვა შემზღუდავი ზომები უნდა დაუწესდეს რუსეთში რეგისტრირებულ ყველა ბანკს, მათ შორის რუსეთის ცენტრალურ ბანკს, არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაციებს, გადახდის სისტემების ოპერატორებს, საფონდო ბირჟის მონაწილეებს, სადაღზვევო კომპანიებს, საინვესტიციო ფონდებს და რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებულ ან მდებარე სხვა დაწესებულებებს, რომლებიც ახორციელებენ ფინანსურ მომსახურებას.
დადგენილების პროექტით გათვალისწინებულია რუსეთის ფედერაციის ბანკების კუთვნილი აქტივებით ოპერაციების შეჩერებაც.