კიევში დააკავეს კრემლის პროპაგანდისტი ბლოგერი, რომელიც მონასტრის ტერიტორიაზე იმალებოდა

გამოქვეყნდა:

უკრაინელმა სამართალდამცველებმა დააკავეს კრემლის მომხრე ბლოგერი დიმიტრი სკვორცოვი, რომელიც იმალებოდა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მონასტრის ტერიტორიაზე, ქალაქ კიევში.

ინფორმაცია გაავრცელა უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესსამსახურმა და კიევის საქალაქო პროკურატურამ.

უშიშროების სამსახურმა კიევში დააკავა მტრის კიდევ ერთი პროპაგანდისტი, რომელმაც საჯაროდ გაამართლა რუსეთის შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. რაშისტების თანამზრახველი არის ბლოგერი კიევიდან, ეგრეთ წოდებული "რუსული კლუბის" დამფუძნებელი, რომელიც აგრესორი ქვეყნის სანქცირებული საინფორმაციო სააგენტოებისთვის შეკვეთილ სტატიებს წერდა. 

თავის სვეტებში სკვორცოვმა ყირიმის და უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების ნაწილების ოკუპაციას "კანონიერი" უწოდა. ე.წ. სტატიების შინაარსის ყოველი „ნაწილისთვის“ ეჭვმიტანილი რუსეთისგან ფულად ჯილდოს იღებდა. ბლოგერს აგვისტოში აცნობეს, რომ მის მიმართ ეჭვი არსებობდა, რის შემდეგაც ის გაიქცა და იძებნებოდა. სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა." აცხადებს უკრაინის უშიშროება 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი