
პუტინისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის შეხვედრა ჩაიშალა. ალან გაგლოევს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაცია კრემლმა დაადასტურა. როგორც დმიტრი პესკოვი ამბობს, მოლაპარაკებები, რომელიც დღეს, ოთხშაბათს იყო დაგეგმილი, გადაიდო:
"მიღებული იქნა გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ გაგლოევთან, რომელიც ოთხშაბათისთვის იყო დაგეგმილი, გადაიდო. სამწუხაროდ, მისმა ტესტმა COVID-19-ზე დადებითი შედეგი აჩვენა", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
გაგლოევის "პრესსამსახური" აცხადებს, რომ "პრეზიდენტის" მდგომარეობა სტაბილურია და მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ ის თვითიზოლაციაში იქნება.