ესპანეთი უკრაინაში Leopard 2-ის 6 ტანკის გაგზავნას გეგმავს

გამოქვეყნდა:

ესპანეთი უკრაინაში Leopard 2-ის ტიპის 6 ტანკის გაგზავნას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა ესპანელ პარლამენტარებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რობლესმა აღნიშნა, რომ მომავალში, შესაძლოა, უკრაინაში უფრო მეტი ტანკი გაიგზავნოს.

14 თებერვალს, "რამშტეინის" მორიგი შეხვედრის შემდეგ, აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რვა ქვეყანა თანამშრომლობს უკრაინის ლეოპარდის ტანკებით უზრუნველყოფაში. ესენია გერმანია, პოლონეთი, კანადა, პორტუგალია, ესპანეთი, ნორვეგია, დანია და ნიდერლანდები.

შეგახსენებთ, 24 იანვარს გერმანიამ განაცხადა, რომ ქვეყანა უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკებს გადასცემს. გარდა ამისა, ბერლინმა პარტნიორ ქვეყნებს ნება მისცა, რომ უკრაინას საკუთარი წარმოების ტანკები გაუგზავნონ. გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, Leopard-ის ტანკების პირველი ბატალიონი უკრაინაში მარტში ან აპრილში ჩავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი