კანონი ოპონენტების დასჯისა და მაღალჩინოსნების თავისუფლებისთვის | როგორ ვემსგავსებით რუსეთს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" ფაქტობრივად აღიარებს - რუსული კანონი საჭიროა იმისთვის, რომ დაისაჯონ ხელისუფლების კრიტიკოსები და ჩინოვნიკებმა თავისუფლად იგრძნონ თავი. პარალელურად, მმართველი პარტია თავის მართლების კამპანიას აგრძელებს - პროექტის თითქოსდა ამერიკული ვერსიის შემოთავაზების შემდეგ, უმრავლესობის წევრები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ.

თუმცა ოპონენტები რეალობაზე თვალის დახუჭვას არ აპირებენ - საპარლამენტო ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის პოლიტიკური კლანი სულ უფრო მეტად ცდილობს შეზღუდოს საჯარო საუბრები სასამართლო კლანზე, კორუფციასა და ეკონომიკურ პრობლემებზე და ამსგავსებს ქვეყანას პუტინის ავტოკრატიულ რუსეთს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი