მედიის ცნობით, კრემლს 2030 წლისთვის ბელარუსის შთანთქმის გეგმა აქვს შემუშავებული | დეტალები

გამოქვეყნდა:

რამდენიმე საერთაშორისო გამოცემის ინფორმაციით, კრემლს 2030 წლისთვის ბელარუსის შთანთქმის გეგმა აქვს შემუშავებული. 

გეგმის დეტალები საგამოძიებო ცენტრმა "დოსიემ" გამოაქვეყნა. გეგმას "რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული მიზნები ბელორუსის მიმართულებით" ეწოდება, რომლის თანახმადაც რუსეთს სურს ბელარუსის კანონმდებლობის რუსულთან ადაპტირება, ქვეყნის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების რაოდენობის გაზრდა, ბელარუსებისთვის რუსეთის მოქალაქეების მინიჭება, ასევე რუსული ენის გავრცელება და მშობლიური ენის თანდათან ჩანაცვლება. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ გეგმა 2021 წელს, მაშინ შემუშავდა, როცა პუტინი უკრაინაში შეჭრას გეგმავდა. 

გეგმასთან დაკავშირებით საუბარი იყო ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ყოველდღიურ ანგარიშშიც. ამერიკელი ექსპერტები წერდნენ, რომ ISW-ის არ შეუძლია დაადასტუროს დოკუმენტის არსებობა, თუმცა აღნიშნავდნენ, რომ გამოძიების ფარგლებში რამდენიმე მედიის მიერ გამოქვეყნებული მიგნებები შეესაბამება ISW-ის გრძელვადიან შეფასებას კრემლის კამპანიებისა და სტრატეგიული მიზნებზე - დაიქვემდებაროს ბელარუსი რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს გზით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი