მოსალოდნელია გართულებები - "ვივა მედის" მედიკოსები საჯაროდ აღიარებენ, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებას რეანიმაციული ღონისძიებები მოჰყვება. მესამე პრეზიდენტის მკურნალი ექიმი თამარ დავარაშვილი ამბობს, რომ წონაში კლების შეუქცევადი პროცესი მიხეილ სააკაშვილს ოქტომბრიდან დაეწყო და ახლა მდგომარეობა კრიტიკულად საგანგაშოა.
ამ ფაქტების მიუხედავად, ექიმები პირდაპირ ვერ ამბობენ, რომ სააკაშვილი გადასაყვანია, თუმცა მათი დღევანდელი პრესკონფერენციის რიტორიკა ნათლად აჩვენებდა, რომ მისი განკურნება "ვივა მედში" წარმოუდგენელია. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პატიმარი სააკაშვილი ვერ ეგუება გარემოს და მისი ავადმყოფობაც ამით არის გამოწვეული.
ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი