საფრანგეთში 16 წლის მოზარდმა მასწავლებელი მოკლა

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის ქალაქ სენტ-ჟან-დე-ლუზში სკოლის მოსწავლემ მასწავლებელი ცივი იარაღით დაჭრა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელი 16 წლისაა, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა.

ფრანგული მედიის ცნობით, სკოლაში ესპანურის გაკვეთილის მიმდინარეობისას, მოსწავლე საკლასო ოთახში შევიდა და მასწავლებელს თავს დაესხა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მასწავლებელი 50 წლის იყო, თავდამსხმელმა მას დაზიანებები გულ-მკერდის არეში მიაყენა. მასწავლებელი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი