"უკრაინის თავდაცვის უზრუნველსაყოფად, თანამედროვე იარაღის მიწოდება მთავარია" | დუდა

გამოქვეყნდა:

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას თქმით, რუსეთისგან თავდასაცავად, უკრაინისთვის თანამედროვე იარაღის მიწოდება მთავარია. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, მოიცავს თუ არა ეს საბრძოლო თვითმფრინავებს, დუდამ უპასუხა: "თუ ეს საჭიროა, რა თქმა უნდა, დიახ".

"უკრაინელი პილოტები დღეს მზად არიან MiG-29-ის სამართავად. საკითხავია, როდის იქნებიან ისინი მზად NATO-ს სტანდარტების მქონე თვითმფრინავების სამართავად, ისეთი თვითმფრინავების როგორიცაა F-16, მირაჟი, ფრანგული თვითმფრინავები ან ნებისმიერი სხვა ტიპის თანამედროვე მექანიზმები. ეს არის კითხვა - როდის იქნებიან უკრაინელი პილოტები ამისთვის მზად, რადგან პილოტების მომზადება ბევრად უფრო რთული და გრძელი პროცესია [ვიდრე ტანკის მართვისთვის მომზადება]", - თქვა ანდჟეი დუდამ.

დუდამ ინტერვიუში თქვა, რომ პოლონური ლეოპარდის ტანკები უკრაინაში გასაგზავნად უკვე მზადაა და უკრაინელი ჯარისკაცები პოლონეთში მათ მართვას სწავლობენ. თუმცა, დუდამ აღნიშნა, რომ ვარშავას "სერიოზული პრობლემები" აქვს გერმანიიდან ტანკებისთვის სათადარიგო ნაწილების მიწოდებასთან დაკავშირებით.

"ეს მხოლოდ ჩვენ არ გვეხება - ეს პრობლემა საკმაოდ ხშირია. Leopard-ის ტანკებთან დაკავშირებით სხვა ქვეყნებსაც აქვთ პრობლემები, რადგან გერმანელებს სერიოზული პრობლემა აქვთ სათადარიგო ნაწილების მიწოდებასთან დაკავშირებით.  ჩვენ არ გვესმის ეს სიტუაცია, მაგრამ ეს ასეა", - თქვა მან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი