"ჩვენს გუნდშიც იყვნენ ჯაშუშები, ჯაშუშის ჯაშუშებიც... მძიმედ დაგვაზიანეს" | კობახიძე

გამოქვეყნდა:

ჯაშუშები არიან ქართულ პოლიტიკაში. საიდან არიან ისინი მართულები, ვინ არიან და ა.შ. ამას არ ვიტყვი. მაგრამ გეტყვით, რომ ჩვენს გუნდშიც იყვნენ თავის დროზე ასეთი ადამიანები და იყვნენ ასევე ჯაშუშის ჯაშუშები ასე ვთქვათ, აგენტის აგენტები. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. დიდ სახელმწიფოებს, შეიძლება ეს დიდი სახელმწიფო იყოს ბოროტი, შეიძლება იყოს კეთილი - ბოროტი და კეთილი არც არსებობს დიდ პოლიტიკაში, მაგრამ ნუ, მეტნაკლებობა ხო არის, მათ აქვთ, ბუნებრივია, საკუთარი ინტერესები, ნებისმიერ დიდ სახელმწიფოს აქვს იმის ინტერესი, რომ პატარა სახელმწიფოში გარკვეული ტიპის ინტერვენცია განახორციელოს და რა თქმა უნდა, მათ შორის, ეს ხორციელდება ჯაშუშების მეშვეობით. 

მარტო ინფორმაციის გატანაზე არაა საუბარი, მათ [ოცნებაში მყოფმა ჯაშუშებმა] ძალიან მძიმე როლი შეასრულეს სხვადასხვა ეტაპზე და მძიმედ დააზიანეს ჩვენი გუნდი სხვადასხვა დროს. მაგრამ ყოველ ჯერზე მოვახერხეთ პრობლემებიდან სათანადოდ გამოსვლა. 

- თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ TV იმედის ეთერში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი