"საერთაშორისო გამჭვირვალობის" სათავო ოფისი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს "რუსული კანონი"

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" სათავო ოფისი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს "რუსული კანონი". მათ შეფასებით, ეს კანონი უარყოფით გავლენას მოახდენს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ისედაც შემცირებულ სივრცეზე.

"ეს ასევე ძირს უთხრის მომავალ პროგრესს საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ. [...] წინადადება, რომ სამოქალაქო საზოგადოებას და მედია ორგანიზაციებს, რომლებიც იღებენ უცხოურ დაფინანსებას, „უცხოური აგენტები“ ეწოდოს, ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მისწრაფებებს ევროკავშირში.

მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ გადამწყვეტი ქმედება, ჟურნალისტების დაცვის გაძლიერება და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი მონაწილეობის მიცემა გადაწყვეტილების მიღებაში არის ერთ-ერთი პირობა, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირში კანდიდატურის მისაღწევად", - წერია განცხადებაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობაში" ამბობენ, რომ მმართველ პარტიასთან დაახლოებული დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროექტი ასახავს რუსეთში 2012 წელს მიღებულ და 2022 წელს გაფართოებულ მჩაგვრელ კანონმდებლობას, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება მკაცრად გმობს.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში კიდევ უფრო შემცირდება ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისთვის სივრცე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი