საქართველოს მთავარი ჩიხი რუსეთია და იქ მალე ვიქნებით, თუ არ ვიბრძოლეთ ყველამ ერთად - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"საქართველოს მთავარი ჩიხი რუსეთია და იქ მალე ვიქნებით, თუ არ ვიბრძოლეთ ყველამ ერთად. რომ გვესმოდეს, ჩვენი, საბჭოთა კავშირში დაბადებული თაობების ამოცანაა ევროკავშირის წევრი საქართველო გადავაბაროთ დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულ თაობებს, ანუ მათ, ვინც ამ ქვეყანას რუსეთისკენ არასდროს წაიყვანს.

მხოლოდ 10-15 წელი უნდა გავძლოთ და მხრებით მივიტანოთ ეს ქვეყანა და გადავცეთ მათ. ამას ვიზამთ კიდეც, ეჭვი არ მეპარება. მთავარია, მთელი ვნებით ვიბრძოლოთ სამშობლოსთვის და მომავალი თაობებისთვის, რადგან მტერი მთელი ვნებით გვებრძვის. „ვნებაზე გამარჯვება კი მხოლოდ ვნებითაა შესაძლებელი“ (ვიღაცამ თქვა დიდმა, მაგრამ ვერ ვიხსენებ ვინ ☹ )

ამბობს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი