რუსეთს აქვს კოლონიალური ამბიციები, ამის მაგალითია უკრაინა, მაგრამ არის სხვა ქვეყნებიც, მაგალითად, საქართველო - დუდა

გამოქვეყნდა:

რუსეთმა უარი უნდა თქვას თავის იმპერიულ ამბიციებზე და უნდა შეჩერდეს. თავისუფალმა სამყარომ უნდა აიძულოს რუსეთს ამის გაკეთება - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

დუდამ ჟურნალისტის, კრისტიან ამანპურის კითხვაზე, თუ რა როლი შეიძლება ჰქონდეს რუსეთს ომის დასრულების შემდეგ თქვა:

"ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, რადგან გვჯერა, რომ თუ უკრაინა გაუძლებს რუსეთის იმპერიულ ამბიციებს, მაშინ რუსეთს მოუწევს შეაჩეროს ეს იმპერიული ამბიციები",- თქვა დუდამ. 

დუდამ ჩამოთვალა ქვეყნები, სადაც რუსეთი ცდილობდა გავლენის მოხდენას, მათ შორის საქართველო, მოლდოვა და სირია.

"უბრალოდ რომ ვთქვათ, რუსეთი არის ასეთი იმპერია, რომელსაც აქვს კოლონიური ამბიციები. მას სურს დაიმორჩილოს სხვა ერები და სხვა ქვეყნები. მას სურს მათგან მოგება მიიღოს. და ამის საუკეთესო მაგალითი დღეს უკრაინაა. მაგრამ არის სხვა ქვეყნებიც. ბოლო წლებში, 2008 წელს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, ასევე, მუდმივი პრობლემაა მოლდოვაში, სირიაში. ასე რომ, რუსეთი ბევრი ქვეყნის დესტაბილიზაციას ახდენს", - დასძინა მან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი