ტაჯიკეთი-ჩინეთის საზღვარზე 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა

გამოქვეყნდა:

ტაჯიკეთში, ჩინეთის საზღვართან ახლოს, დაახლოებით 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია, Reuters ავრცელებს. 

გამოცემით თანახმად, მიწისძვრა დაფიქსირდა ტაჯიკეთში ხუთშაბათს ადგილობრივი დროით 08:37 საათზე 10 კმ სიღრმეზე, იტყობინება ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზია CCTV, ჩინეთის მიწისძვრის ქსელების ცენტრზე დაყრდნობით.

როგორც CCTV იტყობინება, ეპიცენტრი ჩინეთთან უახლოესი საზღვრიდან დაახლოებით 82 კილომეტრში იყო და ძლიერად იგრძნობოდა ჩინეთის დასავლეთ სინძიანის რეგიონის ზოგიერთ რაიონში, მათ შორის კაშგარსა და არტუქსში.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. კაშგარში ელექტროენერგიის მიწოდება და ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, იტყობინება სახელმწიფო მედია Xinhua.

სინძიანის სარკინიგზო დეპარტამენტმა გაავრცელა მიმართვა, შეჩერდეს სამგზავრო მატარებლების გადაადგილება, სინძიანის სარკინიგზო მაგისტრალის აქსუს კაშგარის მონაკვეთზე. ადგილობრივი ხელისუფლება ამოწმებს ხიდებს, გვირაბებსა და სასიგნალო აღჭურვილობას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი