PEN AMERICA გმობს საქართველოში კიდევ ერთი რუსი ჟურნალისტის, ფილიპ ძიადკოს არ შემოშვებას. პენ-ამერიკის პროგრამის დირექტორი, პოლინა სადოვსკაია აცხადებს, რომ ქართველი მესაზღვრეების მხრიდან უარი სერიოზულ კითხვებს აჩენს ქვეყანაში თავისუფალი მედიისა და გამოხატვის სივრცესთან დაკავშირებით.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში, ასევე, არ შემოუშვეს დამოუკიდებელი რუსი ჟურნალისტები - დევიდ ფრენკელსა და მიტია ალეშკოვსკი.
"თუ საქართველო სერიოზულად აპირებს ევროკავშირში გაწევრიანებას, მისმა ოფიციალურმა პირებმა და ინსტიტუტებმა უნდა იმოქმედონ ადამიანის უფლებების, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების ევროკავშირის პრინციპებთან შესაბამისობაში. ძიადკოსა და სხვა დამოუკიდებელი ხმების მიმართ მოპყრობა ამ პრინციპებს ეწინააღმდეგება", - აღნიშნულია განცხადებაში.
ფილიპ ძიადკოს საქართველოში შემოსვლაზე უარი ორშაბათს უთხრეს. მისივე თქმით, ის ახსნა-განმარტების გარეშე გააბრუნეს თბილისის აეროპორტიდან.