
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა - ინფორმაციას უკრაინული მედია "Європейська правда" ავრცელებს და წერს, რომ სანჩესი ირპენსა და ბუჩას ეწვევა.
უკრაინული მედიის ცნობით, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
თავად პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს ჯერ არ დაუდასტურებია ვიზიტის შესახებ, მაგრამ Suspіlne-მ გამოაქვეყნა ფოტო სადგურიდან. მანამდე მედიამ არაოფიციალური წყაროებიდან შეიტყო, რომ პედრო სანჩესი უკრაინაში დღეს, დილის 8 საათზე, მატარებლით ჩავიდოდა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა დაადასტურა, რომ ესპანეთი უკრაინას ექვს "Leopard-ის" ტანკს გადასცემს.