"რუსული ტყვეობისა და წამების შედეგი" - აზოვსტალის გმირი, ოლეგ მუდრაკი გულის შეტევით გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედია "აზოვის" პოლკის 1-ლი ბატალიონის მეთაური და "აზოვსტალის" დამცველის, ოლეგ მუდრაკის გარდაცვალების შესახებ წერს. ინფორმაცია მისმა ძმისშვილმა გაავრცელა. როგორც მუდრაკის ცოლი, კატერინა პროკოპენკო ინსტაგრამზე წერს, აზოვსტალის გმირის სიკვდილის მიზეზი გული გახდა.

მუდრაკმა რუსულ ტყვეობაში ექვსი თვე გაატარა.

"გული გაუჩერდა. ტყვეობისა და წამების შედეგი. არ მინდა ვიფიქრო იმაზე, თუ რა მელის წინ, მაგრამ ჩვენ აუცილებლად ვიძიებთ შურს", - ნათქვამია პროკოპენკოს პოსტში.

მუდრაკი რომ რუსულ ტყვეობაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყო ამას ის ფოტოც მოწმობს, რომელიც აგვისტოში, მისი ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ გავრცელდა.

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი