აშშ-ს თავდაცვის აქტი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი უპირობო მხარდაჭერა

გამოქვეყნდა:

86 სენატორის მხარდაჭერით, სენატმა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი მიიღო. საკვანძო დოკუმენტით ქვეყნის მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ მისწარაფებას მხარი დაუჭირა.

თუმცა, ამერიკელი სენატორები საქართველოსთან მიმართებით გარკვეული პირობების შესრულებას სახელმწიფო დეპარტამენტისგან ითხოვენ.180 დღეში დეპარტამენტმა მოხსენება უნდა წარადგინოს, რამდენად ეფექტურია ქვეყნის მთავრობა დემოკრატიის გაძლიერების კუთხით, ეფექტურია თუ არა საარჩევნო რეფორმა და დაცულია თუ არა სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის დამოუკიდებლობა. 

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა დღეს მხარეებს მოუწოდა, რომ კანონპროექტი კარგად წაიკითხონ. გაიაზრონ, რა გზავნილებია იქ და რა მოლოდინი აქვს სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოსგან. "ოცნების" ხელისუფლება კი კმაყოფილებას ვერ მალავდა. განცხადებებს ერთმანეთის მიყოლებით აკეთენდნენ "ოცნების" ლიდერები. პრემიერმინისტრის განცხადებას საგარეო საქმეთა მინისტრის საგანგებო განმარტებები მოჰყვა. 

ის რაზეც ქვეყნის პირველი დიპლომატი საუბრობს სენტორ ჯიმ რიშის შესწორებებია. სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯოდმარემ თავდაცვის აქტში საქართველოზე ცვლილებების პროექტი ივნისის ბოლოს წარადგინა. ჯიმ რიშის დოკუმენტში რვა მარტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე საუბრობდა. რაც "ოცნებას" კიდევ ერთხელ შეახსენებდა, რომ მმართველი პარტიას პოლიტპატიმრები ჰყავს და რომ გიორგი რურუამ საპატიმრო უნდა დატოვოს.

ვინაიდან ეს შესწორებები სენატის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ვერ მოხვდა, "ოცნება" დილიდან გამარჯვებას ზეიმობს. ოპოზიცია კი საპასუხოდ ივანიშვილის გუნდს ახსენებდა, რომ საზეიმო არაფერი აქვთ და პარტნიორებისთვის პოლიტპატიმრების თემა დახურული არ არის.

თავდაცვის აქტი საბოლოო სახეს მას შემდეგ მიიღებს, როდესაც დოკუმენტის ტექსტზე კონგრესი და სენატი შეთანხმდება. კანონპროექტზე, რომ გარკვეული პროცედურები ჯერ კიდევ გასავლელია, ამას დღეს საგარეო საქმეთა მინისტრიც ადასტურებდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი