
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პარლამენტში ინიცირებულ "რუსულ კანონზე" ისევ იმეორებს, რომ არ შეიძლება თემებზე ტაბუს დადება და დემოკრატიული დისკუსიის შეზღუდვა. მისი თქმით, ოპონენტები ყველაფერს, რაც არ მოსწონთ, რუსულს ეძახიან.
ის ამბობს, რომ უკვირს აჟიოტაჟი ამ საკითხის გარშემო.
"არ შეიძლება თემებისთვის ტაბუს დადება და დემოკრატიული დისკუსიის ცენზირება და ეს ვნახეთ ჩვენ ბოლო დღეებში ფაქტობრივად, ისე რომ ადამიანები გაცნობილი არ იყვნენ კანონპროექტს, ახდენდნენ პირდაპირ სტიგმატიზებას ამ პროექტის და იმ ადამიანების, ვინც დააინიცირა. დღეს, როცა ამ სიტყვას ხშირად იყენებენ ოპონენტები, ისინი მე მგონი ყურადღებას ვერ აქცევენ, რომ ისინი არიან სწორედ სტიგმატიზებას დემოკრატიული დისკუსიის, ყველაფერს რაც მათ არ მოსწონთ, ნათლავენ რუსულად და ამით კეტავენ ყოველგვარ დემოკრატიულ დისკუსიას. ეს არის სწორედ არადემოკრატიულობა", - თქვა პაპუაშვილმა.
მისი განცხადებით, ამ შემთხვევაში სტიგმატიზების შესაძლებლობა არავინ არავის არ მისცა. პაპუაშვილი ამბობს, რომ უკვირს რატომ გახდა გამჭვირვალობა საერთოდ დისკუსიის საგანი.