
რაც შეეხება იქ [უკრაინაში] წასვლას. დღეს ბევრია მათ შორის, სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში, რომელიც პარაზიტობს უკრაინაზე და უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე. სწორედ ეს არის პარაზიტობა, როდესაც ცდილობ, ეს ომი გამოიყენო საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის, როდესაც აქ აანონსებ აქციას და მიდიხარ უკრაინასა და კიევში იმისთვის, რომ იქ თავი გამოიჩინო, პირდაპირი ჩართვები განახორციელო და პირდაპირ იპარაზიტო უკრაინის ომის თემაზე, სწორედ იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც აქ აქციას აანონსებენ და იქ მიდიან, ეს არის პარაზიტობა.
- თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.