
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე არ პასუხობს ჟურნალისტების შეკითხვას რატომ არ არის საქართველოს მთავრობა უკრაინაში, ომის წლისთავზე.
ბურჭულაძე ამბობს, რომ საქართველო თავის შესაძლებლობის ფარგლებში უკრაინისთვის ყველაფერს აკეთებს:
"ყველამ, მათ შორის ჩვენმა პარტნიორებმა, ჩვენმა მოსახლეობამ უნდა გაიაზროს კარგად, რომ საქართველო არის განსაკუთრებულ მდგომარეობაში. ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და ამ რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ ვაკეთებთ იმის მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ უკრაინისთვის დახმარების თვალსაზრისით და ამავდროულად, რა თქმა უნდა, არ გავზარდოთ რისკები ახალი კონფლიქტის წარმოშობის ჩვენს ქვეყანაში. " ამბობს ბურჭულაძე.
თავდაცვის მინისტრი საქართველოს პარლამენტის ეზოში იმყოფებოდა, სადაც იუნკერთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
წელს იუნკერთა გმირული ბრძოლიდან 97 წელი გავიდა.