"თავისუფლება მიშას" - მარნეულში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს 

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში მარნეულში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეები ითხოვენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის უფლება მიეცეს. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსა და პროტესტის მონაწილეებს თან აქვთ ბანერი წარწერით - "თავისუფლება მიშას". მათი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საკითხი პირდაპირ დაკავშირებულია ქვეყნის ევროპულ მომავალთან.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი შინაარსის აქცია საქართველოს სხვადსხვა რეგიონში გაიმართა. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი