
"ეს არის სწორედ ცრუ დილემა, თითქოს დღეს საქართველო დგას არჩევანის წინაშე მშვიდობა, თუ თავისუფლება. ეს არის, რომ იმ დიქოტომიაში, სადაც მშვიდობა და ომი არის, ომი ჩაანაცვლეს თავისუფლებით და ტოლობის ნიშანს სვამენ ომსა და თავისუფლებას შორის და თუკი ავირჩევთ თავისუფლებას, ე.ი. ავირჩევთ ომს. ასეთ ცრუ დილემებს გვთავაზობენ.
სინამდვილეში, ნამდვილად არის არჩევანი, მაგრამ არა ასეთი ცრუ არჩევანი თითქოს მშვიდობასა და თავისუფლებას შორის, არამედ არჩევანი არის მშვიდობასა და ომს შორის. ეს არჩევანი უდგას ყველა ქვეყანას ვინც მხარს უჭერს უკრაინას, ყველას, ნატოს წევრ ქვეყნებსაც უდგას ეს არჩევანი. ყველას შეუძლია დღესაც ჩაერთოს ომში, მაგრამ ყველა ირჩევს მშვიდობას, ამიტომაც საქართველო რა თქმა უნდა ირჩევს მშვიდობას, ვინაიდან, ყველა სხვა ქვეყნისგან განსხვავებით ვინც არის ამ ალიანსში, ჩვენ არ გვაქვს ნატოს უსაფრთხოების ქოლგა, არ გვაქვს ევროკავშირის უსაფრთხოების ქოლგა, ჩვენ ვართ სამჯერ ნაომარი რუსეთთან ამიტომ ის ქვეყნები, რომლებიც ამ ქოლგის ქვეშ არიან შეფარებული, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ, მაგრამ ისინიც კი არ ებმებიან ომში."
აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი