"საბრალოა ეს პოლიტიკური ზომბი" - ბესელიას პასუხი კობახიძეს

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძის ჯანმრთელობის შესამოწმებლად ექსპერტიზის ხარჯებს ვანაზღაურებ  რაც შეიძლება სწრაფად რომ ჩაუტარდეს  პარლამენტი ხომ გადაწვა ამ გავრილოვის შიკრიკმა და ახლა ქვეყანას მიადგა რუსული დღის წესრიგით და მარია ზახაროვას ასისტენტობა შეითავსა!საბრალოა ეს პოლიტიკური ზომბი და მართლა მებრალება ქვეყანას რომ არ მტრობდეს….ნაზი , აკანკალებული ხმით რომ აბედნიერებს ტელე იმედის წამყვანებს, მე კი სულ ის კადრი მიდგას თვალწინ - ბოდიში რომ მოახდევინა ივანიშვილმა უამრავი ადამიანის თანდასწრებით და მორჩილად თავდახრილი იჯდა… აი როგორ შეიძლება კობახიძის ნათქვამზე ან გაბრაზდე ან გეწყინოს …უნდა შემოწმდეს , რომ სამკურნალოდ უკრაინაში გავუშვათ  პ.ს სირცხვილი მაგდა ანიკაშვილი და გიორგი ფუტკარაძე აი, თქვენ კი ჭაობში ხართ!

- წერს "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი ეკა ბესელია ფეისბუქზე, "ოცნების" თავმჯდომარე კობახიძის პასუხად, რომელმაც რამდენიმე ადამიანი დაასახელა, ვინც, მისი მტკიცებით, მმართველ გუნდში "ირიბი აგენტი იყვნენ", მათ შორის ქართული ოცნების ყოფილი წევრები: ეკა ბესელია და კახა ოქრიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი