"ჩვენ მიმართ სტიგმატიზაცია ხდება" - ყაველაშვილი რუსულ კანონპროექტზე

გამოქვეყნდა:

"როგორ შეიძლება, დემოკრატიაზე, თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებზე ვსაუბრობდეთ და პარლამენტის წევრს კანონპროექტის ინიცირების უფლებას არ მაძლევდნენ? ჩვენ მიმართ სტიგმატიზაცია ხდება. ესენი რომ ხელისუფლებაში იყვნენ, როგორც იუნკერები დახვრიტეს, ისე დაგვხვრეტდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციებს რაიმე დაუშალეს? გამჭვირვალობა დემოკრატიის ნაწილია და მოქალაქეებს უფლება არ აქვთ, მათი დაფინანსება იცოდნენ? ორშაბათს საკომიტეტო მოსმენა დაიწყება და ყველას ექნება საშუალება, განხილვაში ჩაერთოს და საკუთარი ხედვა შემოგვთავაზონ. განხილვაშიც არ უნდათ მონაწილეობა და დაგვისახელონ, რომელი პუნქტია რუსული? დღეს არ არის, მაგრამ ხვალ გახდებაო. ამ ადამიანებთან დეპოლარიზაცია როგორ უნდა მოვახდინოთ. ამხელა ზეწოლა გვაქვს, რომ დეპუტატებმა კანონპროექტის ინიცირება ვერ განვახორციელოთ. ჩვენს საზოგადოებას „ატენიან“, რომ ეს დემოკრატია არ არის. პირდაპირ ჩვენი დამუნათება და რუსულ ძალად წარმოჩენა ხდება.

ამბობს "ხალხის ძალის" დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი რუსულ კანონპროექტზე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი