
ოკუპირებულ ყირიმში რადიოსადგურებმა უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის გამოსვლა გადასცეს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაისმა უკრაინის სახელმწიფო ჰიმნიც.
"ყირიმი, დონბასი და მთელი უკრაინის სამხრეთი სამუდამოდ დაბრუნდებიან სახლში. ჩვენ ვიპოვით უკრაინის ყველა მოღალატეს, სადაც არ უნდა იმალებოდნენ ისინი. ყველა პატრიოტს: დადგა დრო მოქმედების! დაგველოდეთ. ჩვენ მოვდივართ თქვენთან." - ამბობს ბუდანოვი მიმართვაში:
რუსული მედია კი ირწმუნება, რომ დროებით ოკუპირებული ყირიმის რიგ რაიონებში რადიოსადგურების "Спутник в Крыму" და "Вера" ეთერი გატეხეს და ეს, მათივე შეფასებით, საინფორმაციო დივერსია იყო.