მამუკა მდინარაძემ ბოდიში უნდა მოუხადოს საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს - ნაკაიძე

გამოქვეყნდა:

„ქართულმა ოცნებამ“ გააძლიერა საქართველოში მცხოვრები მუსლიმების წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივება - აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე და "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას აფასებს.

ნაკაიძის თქმით, მდინარაძე რუსული კანონის გატანის მცდელობით, მიზანმიმართულად ეწევა სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მიმართ სიძულვილის გაღვივებას:

„ამ განცხადებით მდინარაძე, მართლაც ამ რუსული კანონის გატანის მცდელობით, მიზანმიმართულად ეწევა სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მიმართ სიძულვილის გაღვივებას. რას ნიშნავს, რადიკალური ისლამი? თუ არსებობენ ქვეყანაში ადამიანები, ვინც ძალადობრივ ქმედებებს ჩადიან ან მოუწოდებენ, რას აკეთებს ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური? მდინარაძის ეს განცხადება ემსახურება ქვეყანაში ისლამოფობიის გაღვივებას და სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის დისკრედიტაციას. სწორედ ეს არის ჩვენი შიშები, ამ კანონის მიღების შემდეგ ხელისუფლების ქმედებების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო და რელიგიური ორგანიზაციები გამოაცხადონ აგენტებად და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეზღუდონ მათი საქმიანობა.  აქამდე თუ საქართველოს მუსლიმი საზოგადოების ძალადობრივ ნაწილად წარმოჩენა ხელისუფლების თვითმიზანი იყო, ახლა უკვე მას „ქართული ოცნება“ ინსტრუმენტად იყენებს ვიწრო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. პირველ რიგში, მუსლიმი თემის ინტერესია, რომ მის წიაღში არ ხდებოდეს ძალადობისკენ მოწოდება და რადიკალური ექსტრემისტული ჯგუფების ორგანიზება, რადგან მოძალადე და ექსტრემისტი არ არჩევს მუსლიმს და არამუსლიმს." აცხადებს ნაკაიძე.

დეპუტატი მდინარაძისგნა ბოდიშს მოითხოვს და სადეპუტატო კითხვით მიმართავს შსს-სა და სუს-ს, რა ძალადობრივი ჯგუფები მოქმედებენ ქვეყანაში, რომელსაც მდინარაძე რადიკალურ ისლამიზმს ეძახის?

მამუკა მდინარაძემ ბოდიში უნდა მოუხადოს საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ასეთი შეურაცხყოფისთვის. „აისისის“ მუქარის ადრესატი არაერთხელ გავმხდარვარ. თუ საქართველოში ფინანსდებიან ექსტრემისტული მოძრაობები, რასაც ისლამთან საერთო არაფერი აქვს, მაშინ როგორ მოქმედებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური? ჩემი მანდატის ფარგლებში უფლება მაქვს, ვიცოდე და კატეგორიულად მოვითხოვო, სადეპუტატო კითხვით მივმართო შსს-ს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რა ძალადობრივი ჯგუფები მოქმედებენ ქვეყანაში, რომლებსაც მდინარაძე რადიკალურ ისლამიზმს ეძახის? ყველაფერი ნათელია, „ქართულ ოცნებას“ საქართველოს კონტექსტში რადიკალურ ისლამზე საუბარი სჭირდება რუსული კანონის გასატანად“, - განაცხადა ნაკაიძემ [პირველი არხი]

იმაზე რატომ არავინ ლაპარაკობს, რომ ამ ქვეყანაში რადიკალური ისლამიზმის რაღაც მიმდევრობების და კონცეფციების დაფინანსება ხდება და კაციშვილმა არ იცის, საიდან რა ფული შემოდის, რა ფინანსდება და რისი პროპაგანდა მიდის?! ამაზე არავინ ლაპარაკობს, მაინც და მაინც დასავლეთს მიახტებიან ხოლმე  - ეს განცხადება მდინარაძემ რამდენიმე დღის წინ, რუსულ კანონზე საუბრისას გააკეთა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი