
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლების ბრიფინგზე უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე ათი მთავარი გამარჯვება დაასახელა:
- კიევის, ჩერნიგოვის, სუმისა და ხარკოვის წარმატებული დაცვა 2022 წლის თებერვალ-აპრილში;
- დამპყრობლების მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის მასიური წინააღმდეგობა რუსი ოკუპანტების მიმართ;
- რუსი ოკუპანტების განდევნა კიევის ოლქიდან, ჩერნიგოვის ოლქიდან და სუმის ოლქიდან 2022 წლის მარტ-აპრილში.
- რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის სარაკეტო კრეისერის "მოსკოვის" განადგურება 2022 წლის აპრილში;
- რუსი ოკუპანტების განდევნა ზმიინის კუნძულიდან - 2022 წლის ივნისი;
- რუსეთის საოკუპაციო ჯარების ლოჯისტიკური სისტემის განადგურება უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთში 2022 წლის ივნისსა და აგვისტოში;
- რუსი ოკუპანტების გაძევება ხარკოვის ოლქიდან 2022 წლის სექტემბერ-ოქტომბერში;
- 2022 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ხერსონის ოლქიდან რუსი ოკუპანტების განდევნა;
- უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის წარმატებული მოქმედებები 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის თებერვლამდე;
- რუსეთის შეტევის შეკავება უკრაინის აღმოსავლეთში 2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის თებერვლამდე.
ანა მალიარმა უკრაინელებს მადლობა გადაუხადა გაწეული წინააღმდეგობისთვის:
"შეკავება დღემდე გრძელდება. ქვეყანას ახსოვს დიდი ფასი, რომელსაც უკრაინელი ხალხი იხდის თავისუფლებისთვის. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ახლა აგრძელებს სამშობლოს დაცვას. ჩვენ მადლობას ვუხდით ყველა მამაც უკრაინელს, ვინც ფრონტის წინა ხაზზეა, - განაცხადა ანა მალიარმა.