
6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მომხდარი მიწისძვრის შედეგად 164 000-ზე მეტი შენობა დაზიანდა, რომლებიც აღდგენას აღარ ექვემდებარება.
"შემოწმდა 1 მლნ 250 ათასი შენობა, რომელიც შედგება 4 მილიონ 511 ათასი ცალკეული განყოფილებისგან (ცალკე ფართი, ბინები, არასაცხოვრებელი ფართები და ა.შ.) ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ განადგურდა 164,321 შენობა, რომელიც შედგება 520,000 დამოუკიდებელი განყოფილებისგან. ისინი ექვემდებარება დაუყოვნებლივ დანგრევას და სერიოზულად დაზიანებულია“, - თქვა მინისტრმა
მისივე თქმით, ქალაქი ადიამანი, რომელიც თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს მიწისძვრის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში, სირიის საზღვართან 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა 6 თებერვალს გამთენიისას მოხდა. მოგვიანებით კი კიდევ ერთი 7.5 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა.
დაღუპულთა რაოდენობამ 45 000-ს გადააჭარბა.