
ხერსონის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის რაიონი დაბომბეს, დაიღუპა ერთი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, დაშავდა კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავიაიერიშის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, მანქანები, გაზსადენები და ელექტროგადამცემი ხაზები.