"მთავარი არხი" კიევში ჩავიდა - ერთი წელი ომიდან

გამოქვეყნდა:

ზუსტად ერთი წელია უკრაინა ბოროტების იმპერიას და პუტინის სისხლიან ურდოს იგერიებს. დედაქალაქი, რომლის დაცემას ლამის მთელი მსოფლიო რამდენიმე საათში პროგნოზირებდა, დღემდე გმირულად იბრძვის გამარჯვებისთვის.

ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე მთელი მსოფლიოს ყურადღება ახლა კიევისკენაა მიპყრობილი. დედაქალაქში უკრაინისთვის მხარდასაჭერად ჩადიან ევროპის ლიდერები, ჩადიან დახმარებით და პირობით, რომ ბოლომდე დაუდგებიან გმირ უკრაინელებს თავისუფლებისთვის ბრძოლაში, თუმცა თავისუფალი სამყაროს გვერდით ხვალ არ იქნება საქართველოს ხელისუფლება. 

კიევში იმყოფებიან ქართველი ოპოზიციონერები "ლელოდან", "დროადან", ენმ-დან.

ომის 1 წლისთავზე, კიევში ჩავიდა "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი. 

ომის წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინაში სხვადასხვა ღონისძიებები იგეგმება. პრესკონფერენციის გამართვას აპირებს პრეზიდენტი ზელენსკი, მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება უკრაინის რადაშიც.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 24 თებერვალს, 19:00 საათზე  თბილისში უკრაინის სოლიდარობის აქცია იმართება. სამზადისი უკვე დასრულებულია და ორგანიზატორები ამ დრომდე ბოლო დეტალებს ათანხმებენ. ხვალინდელ აქციას შეუერთდებიან სტუდენტებიც სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი