ოკუპანტების მიერ გატაცებული ოთხი ქართველი თავისუფალია - დავით ქაცარავა

გამოქვეყნდა:

სამეგრელოდან გატაცებული ოთხი მოქალაქე, მიხეილ და მათე ლამანძიები, ბუთხუზ კვირკვია და ტატო ზარქუა გათავისუფლებულები არიან -  ამის შესახებ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობის ხელმძღვანელი, დავით ქაცარავა საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ოკუპანტების ტყვეობაში რჩებიან - გენადი ბესტაევი, ხვიჩა მღებრიშვილი და ზაზა გახელაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან რუსმა ოკუპანტებმა მიხეილ და მათე ლამანძიები, ბუთხუზ კვირკვია და ტატო ზარქუა შვიდ ივნისსა და სამ ივლისს გაიტაცეს, მათ ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრებოდათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი