ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9 პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

გამოქვეყნდა:

 ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9 პირი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა  პატიმრობაში დატოვა. 

დღევანდელ პროცესზე,  თბილისის საქალაქო სასამართლოში მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, დაკავებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა.

ბრალდებულების ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ, ნაწილი კი  სასამართლოს ალტერნატივის სახით 10 ათას - 10 ათას ლარიან გირაოს სთავაზობდა.

დღევანდელ სხდომაზე "მშენ-ექსპერტის" ექსპერტმა დავით თუშიშვილმა განაცხადა, რომ მას უსაფრთხოების შემოწმება არ ევალებოდა.

საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ერთ-ერთმა ბრალდებულმა მშენ-ექსპერტის“ ექსპერტმა დავით თუშიშვილმა და აღნიშნა, რომ მას უსაფრთხოების შემოწმება არ ევალებოდა და ედავებიან იმას, რაც არ ჩაუდენია.

დაკავებული 9 პირიდან წარდგენილ ბრალს არც ერთი მათგანი არ აღიარებს, მათ შორის არც „გრინსერვის+“-ის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე - „არც მე და არც სხვა ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ვცნობთ დამნაშავედ",- განაცხადა მან დღეს.

შეგახსენებთ, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, რა დროსაც შადრევანში 13 წლის მოზარდს დენმა დაარტყა, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე 18 ოქტომბერს, 9 პირი დააკავა. მათ შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.

ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე 4 დაკავებულს პროკურატურამ 17 თებერვალს ბრალი დაუმძიმა. 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი