
კიევში, სიმამაცის ხეივანში კიდევ ერთი დაფა გაიხსნა, ამჯერად ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის პატივსაცემად.
დაფა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ და სანჩესმა გახსნეს, რომელიც დღეს კიევში ჩავიდა.
ჩვენ ვიგრძენით ესპანეთის სოლიდარობა ფართომასშტაბიანი ომის პირველივე დღეებიდან. მადლობა ყველა დახმარებისა და მხარდაჭერისთვის! - მიმართა ზელენსკიმ სანჩესს.
იქამდე კი ორი ქვეყნის ლიდერმა შეხვედრა და ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც ცნობილი გახდა, რომ ესპანეთი უკრაინას "ლეოპარდის" ტიპის ტანკებს გაუგზავნის. პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი სამხედროების ნაწილი ესპანეთში უკვე გადიან ტანკების მართვის სასწავლო კურსს.
თქვენი ვიზიტი კიევში 24 თებერვლის, ჩვენი გაუტეხელობის ღამის წინა დღეს, ადასტურებს, რომ უკრაინა და ესპანეთი გააგრძელებენ ერთად დგომას უკრაინის თავისუფლებისთვის - განაცხადა ზელენსკიმ პედრო სანჩესთან შეხვედრისას.