ომის ერთი წელი და რამდენიმე საათი სოლიდარობის აქციამდე - უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად საქართველოს მოქალაქეები კვლავ ქვეყნის მთავარ გამზირზე შეიკრიბებიან. არა რუსულ ოკუპაციას, გამარჯვება უკრაინას და ევროპული გზა საქართველოს - ამ სამი გზავნილით ხვალ ხალხი საქართველოდან, მსოფლიოს და პირველ რიგში, უკრაინას საკუთარ ხმას გააგონებს.
დედაქალაქის მთავარ გამზირზე იკრიბება ყველა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ რთულ დროს საკუთარი მხარდაჭერა გამოუცხადოს ომში მყოფ მეგობარ ქვეყანას. პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები, ხელოვნები, მუსიკოსები, რიგითი მოქალაქეები... პარლამენტთან ხვალ მხოლოდ "ქართული ოცნება" არ იქნება.