
ლონდონის პოლიციამ ოთხი აქტივისტი დააკავა, რომლებმაც რუსეთის საელჩოსთან უკრაინის უზარმაზარი დროშა დახატეს, - ინფორმაციას ბრიტანეთის დედაქალაქში კენსინგტონისა და ჩელსის რაიონის პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ისინი მოძრაობის შეფერხების ბრალდებით დააპატიმრეს.
"დღეს პოლიცია მივიდა იმ ადგილას, სადაც გზაზე საღებავი დაიღვარა. დაზიანების მიყენებისა და გზაზე მოძრაობის შეფერხების ბრალდებით ოთხი პირი, სამი მამაკაცი და ერთი ქალი, დააკავეს" - წერია განცხადებაში.