
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი NATO-ს გენერალური მდივნის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენს, - ამის შესახებ მან ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა.
"დიახ, შესანიშნავი იდეა... მინდა ვთქვა, ძვირფასო მეგობრებო, რომ ყველას უნდა გამოვუცხადო, რომ ასეთი გეგმა არსებობს. არავის დაავიწყდეს, რომ ასეთი კანდიდატი აქ რეზერვშია. ამჯერად, ვფიქრობ, გამიმართლებს“, - თქვა ჯონსონმა.
გარდა ამისა, ჯონსონს მიაჩნია, რომ არ არის აუცილებელი, მომავალი გენერალური მდივანი ევროკავშირის მოქალაქე იყოს. მისი თქმით, მსოფლიოს ჰყავს "NATO, რომელიც არის უფრო ძლიერი და ცოცხალი".