"8-9 საათია ადამიანები რიკოთზე გაუსაძლის მდგომარეობაში თოვლსა და ყინვაში არიან... სასწრაფოდ იმოქმედეთ!" | ხაბეიშვილი ხელისუფლებას

გამოქვეყნდა:

"8-9 საათია ადამიანები რიკოთზე გაუსაძლის მდგომარეობაში თოვლსა და ყინვაში არიან... სასწრაფოდ იმოქმედეთ!" - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი რიკოთზე არსებულ მრავალსაათიან საცობს Facebook-ლაივით ეხმაურება და ხელისუფლებას მიმართავს.

მისი თქმით, ავტომაგისტრალზე ჩარჩენილ ადამიანებს აღარ აქვთ საწვავი, არიან თოვლსა და ყინვაში და მათ შორის არიან ბავშვებიც. 

"მივმართავ ვისაც ეს ეხება, საგზაო დეპარტამენტს და შინაგან საქმეთა სამინისტროს. ადამიანებს მიაქციეთ ყურადღება. კაციშვილი მომკითხავი არაა. ვრეკავ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში და ვითხოვ რეაგირებას. ამ დრომდე არავინაა პასუხის გამცემი", - ამბობს ხაბეიშვილი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი