ბოროტება ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ მასთან ბრძოლა უკრაინის გამარჯვებით დასრულდება - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბოროტება ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ მასთან ბრძოლა უკრაინის გამარჯვებით დასრულდება.

მან აღნიშნა, რომ უკრაინელი ჯარისკაცების წყალობით, ქვეყანა კვლავ დგას და ცხოვრებას განაგრძობს.

"უკრაინელი სამხედროები, რომლებიც ყველას გვიცავენ ფრონტის ხაზზე, ისინი ნომერ პირველი არიან. ჩვენი დამცველების წყალობით უკრაინა დგას მტკიცედ, იბრძვის, ცხოვრობს. მადლობა ყველა ჩვენს ჯარისკაცს - ცოცხალს და მათ, ვინც, სამწუხაროდ, ჩვენთან აღარ არიან - გამბედაობისთვის.

ბოროტება ჯერ კიდევ გარშემოა და ბრძოლა გრძელდება. მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ ეს ჩვენი გამარჯვებით დასრულდება.",- თქვა ზელენსკიმ. 

Telegram-ის არხში გავრცელებულ მიმართვაში ზელებსკიმ აღნიშნა, რომ ბოროტება ჯერ კიდევ გარშემოა და ბრძოლა გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი