
უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა "ლელო საქართველოსთვის" ლიდერებმა კიევის მერიას საჩუქრად სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა გადასცეს.
ეს გადაწყვეტილება "ლელოს" ლიდერებმა უკრაინელი ხალხის აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე მიიღეს, რადგან ერთ-ერთი მთავარი, რაც დღეს ომში მყოფ ქვეყანას სჭირდება, სწორედ ჰუმანიტარული დახმარებაა.
"ჩვენ გავაგრძელებთ ყველა სხვადასხვა ფორმით დახმარებას, იქნება ეს პოლიტიკური მხარდაჭერა თუ ჰუმანიტარული მხარდაჭერა თუ მონაწილეობა რეკონსტრუქციის პროექტებში, ჩვენ გვქონდა უკვე შეხვედრები რადას დეპუტატებთან, სხვადასხვა პარტიის ლიდერებთან და ზოგადად პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან", - თქვა გრიგოლ გეგელიამ.
ცნობისთვის, კიევში მყოფი ოპოზიცია დღეს რადაში საგანგებო სხდომას დაესწრება.