
საქართველო დგას დასავლეთის გვერდით და უკრაინის გვერდით და ეს ძალიან დასაფასებელია, ყველა ქვეყანა აკეთებს იმას, რაც შეუძლია, რათა უკრაინას დაეხმაროს ამ რთულ დროს - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა უკრაინაში მიმდინარე ომის წლისთავზე ისაუბრა.
ელჩის თქმით, ბოლო 6-8 თვის განმავლობაში მიმდინარეობს კამპანია, რათა დაზიანდეს საქართველოს პარტნიორობა დასავლეთთან, რაც ქართველი ხალხის ნება ეწინააღმდეგება.
"ნათელია, რომ ბოლო 6-8 თვის განმავლობაში მიმდინარეობს კამპანია, რათა დაზიანდეს საქართველოს პარტნიორობა დასავლეთთან, აშშ-თან, ევროკავშირთან. ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მიერ გაცხადებულ ნებას, რომ ქვეყანამ იმოძრაოს ევროპის მიმართულებით. ხალხს უნდა ევროპა, უნდა ეკონომიკა, რომელიც არ არის დამოკიდებული რუსეთზე. საქართველოს სჭირდება კარგი მეგობრები და ჩვენ სწორედ ასეთები ვართ, ამიტომ იმ ხალხმა, ვინც ცდილობს, რომ დააზიანოს ეს ურთიერთობები, მკაფიო გზავნილი უნდა მიიღოს ქართველი ხალხისგან, რომ ამ ქვეყნის არჩევანი არის ევროპა",- ამბობს დეგნანი.
დეგნანის თქმით, აშშ აფასებს, რომ საქართველომ გუშინ ხმა მისცა გაეროს რეზოლუციას, რომელიც მოითხოვს რუსეთისგან, რომ გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან.