
"უკრაინულ მხარეს არ მიუღია არცერთი სამშვიდობო ინიციატივა საქართველოს მთავრობისგან, ისევე როგორც ოფიციალური პასუხი უკრაინის მშვიდობის ფორმულის მისაღებლობისა და მიზნების განხორციელებაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ. ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით, რომ მდგრადი და სამართლიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, პასუხისმგებელმა პოლიტიკოსებმა უნდა აწარმოონ დიალოგი ქვეყნებთან ან ქვეყნების ჯგუფებთან, რომლებსაც შეუძლიათ გამოვიდნენ როგორც ეროვნული უსაფრთხოების რეალური გარანტი, ასევე, გულმოდგინედ იმუშაონ თავიანთი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და განავითარონ საკუთარი თავდაცვის ძალები, ასევე გამოიყენონ ქმედითი ზომები შემდგომი ოკუპაციის წინააღმდეგ, მათ შორის სუვერენული ტერიტორიების უწყვეტი ბორდერიზაციის სახით. [....]
სხვადასხვა მუქარით საქართველოს მოსახლეობის მუდმივი დაშინება, შეურაცხყოფა, და არამეგობრული გამონათქვამები მთავარი მოკავშირეებისა და სტრატეგიული პარტნიორების მისამართით, ჩვენი აზრით, არ არის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე პასუხისმგებელი პოლიტიკის ნიშანი".
ამბობს უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი მიუნხენში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით.