"შეუთავსებელია EU-ის 12 პრიორიტეტთან...იმედია, კანონად არ გადაიქცევა" - ჰერჩინსკი "რუსულ კანონზე" 

გამოქვეყნდა:

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ ინიცირებულ "რუსული კანონზე" ამბობს, რომ ის ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია.

კომენტარში, რომელსაც "რადიო თავისუფლება" ავრცელებს, ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ დრო ჯერ კიდევ არის და იმედი აქვს, რომ ეს ინიციატივა კანონად არ იქცევა.

"ე. წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონი შეფასდა ბრიუსელის მიერ და მათ გამოხატეს თავიანთი პოზიცია. გამოყენებული იყო სიტყვები შემაშფოთებელი, სამწუხარო. მე რაც შემიძლია ვთქვა ის არის, რომ ეს ინიციატივა შეუთავსებელია, სულ მცირე [ევროკავშირის] 12 პრიორიტეტთან. პირველი პრიორიტეტი მედიის თავისუფლებაა, მეორე - სამოქალაქო საზოგადოება. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს არის ცუდი მესიჯი, რომელიც ამავდროულად ცუდ დროს შემუშავდა. მაგრამ იმედი მაქვს, რომ როგორმე გადაიფიქრებენ და არ მიიღებენ. ეს ინიციატივა აშკარად არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს. ასე რომ, ჯერ კიდევ არის დრო და იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა არ გადაიქცევა კანონად",- თქვა მან. 

აღსანიშნავია, რომ დღეს კანონპროექტი მწვავედ გააკრიტიკა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა. მან თქვა, რომ  "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტი არ არის ამერიკული კანონის ანალოგი და ეს არის რუსული კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებასა და სიჩუმეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი