უახლოეს დღეებში პოლონეთი უკრაინას 60 ერთეულ PT-91 Twardy-ის ტანკს გადასცემს - მორავეცკი

გამოქვეყნდა:

უახლოეს დღეებში პოლონეთი უკრაინას კიდევ 60 პოსტსაბჭოთა ტანკს გადასცემს, მათ შორის PT-91 Twardy-ს, -
ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

"რამდენიმე დღეში გადავცემთ ჩვენს ძალიან კარგ PT-91 ტანკებს. კიდევ 60 ტანკი ჩამოვა უკრაინაში“, - განაცხადა მორავეცკიმ.

PT-91 Twardy არის საბჭოთა T-72M ტანკის მოდერნიზებული ვერსია, რომლის წარმოება პოლონელებმა სწორედ საბჭოთა კავშირის შემდეგ დაიწყეს და ის პოლონეთის მთავარ საბრძოლო ტანკად ითვლება. 

შეგახსენებთ, რომ დღეს პოლონეთიდან უკრაინაში პირველი Leopard 2-ის ტანკები ჩავიდა, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი