ომის საწინააღმდეგო გამოსვლები რუსეთის ქალაქებში - პოლიცია მონაწილეებს აკავებს

გამოქვეყნდა:

რუსეთის ქალაქებში ომის საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს, არიან დაკავებულები, - ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

როგორც მედია წერს, სანქტ-პეტერბურგში, ტარას შევჩენკოს ძეგლთან, სულ მცირე ექვსი ადამიანი დააკავეს.

ბარნაულის ცენტრში კი დაკავებულია სულ მცირე ხუთი ადამიანი. არსებული ინფორმაციით ოთხმა დაკავებულმა  "საბჭოთა კავშირის მოედანზე" აქცია გამართა.

დაკავებების სერია იყო ნიჟნი ნოვგოროდის რაიონშიც, სადაც მუნიციპალური დეპუტატი დიმიტრი მოჩალინი დააკავეს, რომელიც გამოვიდა პლაკატით  - "მშვიდობა უკრაინას. ყველა ჯარისკაცი - სახლში".

7 ადამიანი დააკავეს ეკატერინბურგში, მემორიალთან. დაკავებულებს შორის არიან Yabloko-ს ახალგაზრდული ფილიალის აქტივისტები.

გარდა ამისა, როგორც მედია წერს, მოსკოვში ხალხს ყვავილები მიაქვს ლესია უკრაინკას ძეგლთან. ტერიტორიას პოლიცია აკონტროლებს, ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ, თუმცა რუსი სამართალდამცველები გამვლელებს ჩხრეკენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი