უკრაინა დაჟინებით სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას გამოიჩინოს მოწყალება და გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ - კასიანოვი

გამოქვეყნდა:

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებით, უკრაინა საქართველოს ხელისუფლებას დაჟინებით სთხოვს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას სამკურნალოდ, ჰუმანიტარული მიზნებით, რათა გადარჩეს მისი სიცოცხლე.

კასიანოვის თქმით, საზღვარგარეთ მყოფი უკრაინის მოქალაქეების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა ყოველთვის იყო უკრაინის პრიორიტეტი.

"საზღვარგარეთ უკრაინის მოქალაქეების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა ყოველთვის იყო და რჩება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩვენი ქვეყნის საგარეო დიპლომატიური ინსტიტუტების პრიორიტეტად. და სწორედ ასეთი პოზიციებიდან, მოქალაქეების, მათ შორის საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, როგორც უკრაინის მოქალაქის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა, აწარმოებს მუშაობას უკრაინის საელჩო საქართველოში.

უკრაინა გამომდინარეობს იქიდან, რომ მ.სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საკითხი არა პოლიტიკურ, არამედ ჰუმანიტარულ ჭრილშია, ამიტომ დაჟინებით სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას გამოიჩინოს მოწყალება და გადაიყვანოს იგი სამკურნალოდ ევროპასა თუ აშშ-ის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში მხოლოდ მისი სიცოცხლის გადასარჩენად, ჯანმრთელობის აშკარა მძიმე მდგომარეობისა და უარყოფითი ტენდენციების გათვალისწინებით.

ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვაფასებთ სამედიცინო ექსპერტების დასკვნებს, მაგრამ არ შეიძლება არ დავაფიქსიროთ უკრაინის მოქალაქის მ.სააკაშვილის ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა, რასაც ჩვენი კონსული ყოველი პირადი შეხვედრის შემდეგ ადასტურებს", - განაცხადა კასიანოვმა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი