თებერვლიდან ... თებერვლამდე - ომის 1 წელი

გამოქვეყნდა:

უკრაინაში აგრესორი რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან ერთი წლის თავზე კვლავ ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს აღმოსავლეთ ფრონტის ხაზზე. ცხელი წერტილებად ამ დრომდე რჩება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები. ბახმუტი, სოლედარი, ლიმანი, კრიმინოე და სვატოვო ყოველდღიური შეტაკებები ეპიცენტრია. 

უკრაინელი სამხედროების წარმატებული შეტევების შედეგად  დეოკუპირებულია იმ 4 ოლქის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის ანექსიაც მოახდინა ვლადიმერ პუტინმა და ეს ყველაფერი მსოფლიოს უპრეცედენტო მხარდაჭერითა და კონსოლიდირებით მოხდა.  ომში მყოფმა ქვეყანამ საერთაშორისო მხარდაჭერის პარალელურად ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. 

დასავლეთის განცხადებით უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს, აღადგენს 1991 წლის საზღვრებს  და რუსეთი იძულებული გახდება საკუთარი არმია ქვეყნის  მთელი ტერიტორიიდან გაიყვანოს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი