ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა შემაშფოთებელია, - ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიურო ავრცელებს.
ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ საჭიროა შეზღუდვების გამკაცრება.
„ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა ნამდვილად შემაშფოთებელია. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ პასუხისმგებლობით და ყურადღებით. ვფიქრობთ, საჭიროა შეზღუდვების კვლავ დაწესება“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 922 შემთხვევა დაფიქსირდა, იტალიაში კი 252.
სულ მსოფლიოში კორონავირუსით 24 ივლისის მონაცემებით, დაინფიცირდა 15,928,723, გარდაიცვალა 641,821, ხოლო გამოჯანმრთელდა 9,713,338 ადამიანი.